თბილისი (GBC) – საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე facebook გვერდზე წერს: „ჩვენი მამაცი ხალხის სოლიდარობისთვის ვაჩერებ ყველა სახის საწვრთნელ პროგრამას!“
„ქვეყანაში განვითარებული მოვლენების და ჩვენი მამაცი ხალხის სოლიდარობისთვის ვაჩერებ ყველა სახის საწვრთნელ პროგრამას!“, - წერს მევლუდ მელაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, მთავრობა ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს. როგორ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამავე პერიოდამდე შეჩერებულია ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხიც.
444 მომხრე, 72 წინააღმდეგი – ევროპარლამენტმა გუშინ, 28 ნოემბერს მიიღო რეზოლუცია, რომელიც ეხება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, მისი შედეგების არაღარებას და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. მათ შორის რეზოლუციაში საუბარია ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, ირაკლი ღარიბაშვილის, კახა კალაძისა და შალვა პაპუაშვილისთვის, ასევე მოსამართლეებისთვის პერსონალური სანქციების დაწესებაზე.