თბილისი (GBC) – Henley Passport Index–ის რეიტინგში საქართველოს პასპორტი 2025 წელს მეორმოცე ადგილზე დაწინაურდა. 2024–ში საქართველოს მოქალაქის მთავარი დოკუმენტი აღნიშნულ რეიტინგში 50–ე ადგილზე იყო. რეიტინგი იმ ქვეყნების რაოდენობას ასახავს, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეუძლიათ შესვლა.
Henley Passport Index–ის მონაცემების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ 123 ქვეყანაში შეუძლიათ შესვლა.
რეიტინგს სინგაპური ლიდერობს, რომლის პასპორტითაც 193 ქვეყანაშია შესაძლებელი უვიზოდ შესვლა. მეორე და მესამე პოზიციებს იაპონია და სამხრეთ კორეა იკავებენ – ამ ქვეყნების მოქალაქეებს 190 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ შესვლა.
რეგიონის ქვეყნებს რაც შეეხება, აზერბაიჯანი რეიტინგში 66–ე ადგილზეა, სომხეთი – 69, ხოლო თურქეთი საქართველოს 3 საფეხურით ჩამორჩება და 43–ე ადგილს იკავებს.
რეიტინგის ბოლო სამ ადგილს ავღანეთი, ერაყი და სირია იკავებენ.