თბილისი (GBC) - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) სახელმწიფო დეპარტამენტის შემადგენლობაში შევა და მისი ადმინისტრატორის მოვალეობას სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო შეასრულებს.

დონალდ ტრამპმა USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად მარკო რუბიო დანიშნა  (წყარო: GBC News ).

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) სახელმწიფო დეპარტამენტის შემადგენლობაში შევა და მისი ადმინისტრატორის მოვალეობას სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო შეასრულებს.

გავრცელებული ინფორმაციით, USAID-ის პერსონალი მნიშვნელოვნად შემცირდება, თუმცა სააგენტო კვლავ ჰუმანიტარულ ორგანიზაციად დარჩება.

CBS News-ი წერს, რომ დონალდ ტრამპის რამდენიმე მრჩეველი სააგენტოს სრულიად დახურვის იდეას არ დაეთანხმა.