თბილისი (GBC) - პარლამენტის ბიურომ ოთხშაბათს სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით შექმნილი დროებითი კომისიის პერსონალური შემადგენლობა დაამტკიცა.

14 წევრისგან შემდგარ კომისიაში შვიდი წევრი ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ იქნება. ეს დეპუტატები არიან:

  • შოთა ბერეკაშვილი (კომისიის თავმჯდომარე)
  • ნინო წილოსანი
  • მაია ბითაძე
  • პაატა კვიჟინაძე
  • ვახტანგ თურნავა
  • ზაზა ლომინაძე
  • გელა სამხარაული

კომისიაში სამი წევრით იმუშავებს ფრაქციიდან „საქართველოსთვის“. აღნიშნული ფრაქციიდან დროებითი კომისიის წევრები არიან:

  • გიორგი შარაშიძე
  • შალვა კერესელიძე
  • ქეთევან ბაკარაძე

სამი წევრი ეყოლება პოლიტიკურ ჯგუფს „ხალხის ძალა“:

  • გურამ მაჭარაშვილი
  • დიმიტრი ხუნდაძე
  • ეკა სეფაშვილი

დროებით კომისიაში „ევროპელი სოციალისტებიდან“ ილია ინჯია შევიდა.

დროებით საპარლამენტო კომისია სამი თვის განმავლობაში იფუნქციონირებს.

სასურსათო პროდუქტის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებულ საკითხებზე კომისია შექმნილია მთავრობის ადმინისტრაციაში. კომისიას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში, ევროპასთან შედარებით სურსათი ძვირია, რადგან არის მაღალი ფასნამატი და მოგება. სამომხმარებლო ფასების შესწავლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც დაიწყო.