თბილისი (GBC) - "აუცილებლად მოგადგებიან "- თსუ-ს ლექტორი  ირაკლი ფიფია კერძო უნივერსიტეტების მესვეურთ მიმართავს, ნუ დაელოდებიან რიგს "ახლავე ამოიღონ ხმა".

ანთროპოლოგ ფიფიას მოლოდინით,  "განათლების დასჯის" შემდეგ ჯერი მედიაზე მიდგება, რომელიც წნეხშია, თუმცა ჯერ არსებობს.

ფიფიას თქმით რეჟიმის მიზანი მედიას არარსებობაა, ისევე როგორც განათლებული სამოქალაქო საზოგადოების, რომელიც საფრთხეს უქმნის. რაც მისივე თქმით, ლოგიკური და დამახასიათებელია ავტორიტარული რეჟიმისთვის, რომელიც ყველა დროში ერთი ინსტრუქციით მოქმედებს, ცდილობს ნაბიჯ-ნაბიჯ მოსპოს მწვავე კერები, თავისი არსებობისთვის საფრთხის შემცველი.

"ამდენი არ იქნებით, დაგხურავენ", ფიფიამ "სახელისუფლო მედიასაც" მიმართა. უთხრა რომ ასე მუშაობს აპრობირებული სქემა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს, სხვაგვარად არ მოხდება, რადგან მორიგი ნაბიჯები მიმართულია ხოლმე ხარჯების შემცირებაზე, რაც მოითხოვს ხალხის, პროგრამების, ფაკულტეტების, სასკოლო საგნების გამოხშირვას. ისევე როგორც იყო "უწინ ყოველი 4-დან რჩება 1, რადგან  ყოველი 3-დან 1 მტერია".

თუმცა როგორც  ფიფია ამბობს რეჟიმიც არ არის "ჩერჩილი", არც "ოქსფორდი". ისე ირევა მწყობრ ნაბიჯებში, რომ გამორჩება, ხოლმე კიდევ ერთი კანონზომიერება, რომ ყველა რეჟიმი სრულდება და მასაც ელის.