თბილისი (GBC) – რუსეთის გენერალური პროკურატურის სარჩელი ტამბოვის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა და Moskovskaya–სა და Stolichnaya–ს მარკის არყის საწარმოების მფლობელი იური შეფლერი და მისი კომპანიები „ექსტრემისტად“ და „ექსტრემისტულ გაერთიანებებად“ გამოაცხადა. ამის შესახებ რუსული მედია სასამართლოს პრეს–რელიზზე დაყრდნობით წერს. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიზნესმენის აქტივები სახელმწიფოს შემოსავლებში აისახება.

გარდა ამისა, სასამართლომ შეფლერის უძრავ–მოძრავი ქონება და საბანკო ანგარიშებიც დააყადაღა.

შეფლერის წინააღმდეგ გენერალური პროკურატურის მიერ სარჩელის შეტანის შესახებ ინფორმაცია ივლისის დასაწყისში გავრცელდა. მის კომპანიებს Amber Beverage Group Holdings და Stoli Group რუსეთის რეგიონების დაბომბვის წახალისებასა და უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარების ფონდის დაფინანსებაში ადანაშაულებენ.

57 წლის შეფლერმა რუსეთი 2002 წელს დატოვა და არაყის წარმოება უცხოეთში დაიწყო. Forbes-ის შეფასებით, მისი ქონება $1,5 მლრდ–ს შეადგენს.