თბილისი (GBC) - მოსკოვის ნავთობქარხანაზე უკრაინული დრონების

დარტყმის შემდეგ ხანძარმა გამო ე.წ. ნავთობის წვიმა წარმოიქმნა.

საზმაუს ინფორმაციით, ფოტოები, რომლებზეც ასახულია წვიმის შემდეგ დარჩენილი შავი ფენა ნავთობის წვის პროდუქტების მინარევებით, მოსკოვის სიახლოვეს მდებარე დასახლებების, ჟელეზნოდოროჟნისა და ლიუბერცის მოქალაქეებმა გამოაქვეყნეს. მათ დამწვრობის მძაფრი სუნი იგრძნეს.

ამასთან, მოსკოვის გარემოს მონიტორინგის სამსახურში განაცხადეს, რომ „მოსკოვის ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაცია დასაშვებ ზღვრულ ნორმებს არ აღემატება“.

დამოუკიდებელი მეტეოროლოგების პროგნოზით, ნალექი, ნავთობის წვის პროდუქტების მინარევებით,მოსკოვის აღმოსავლეთით, მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე კიდევ ერთი დღის განმავლობაშია მოსალოდნელი.