თბილისი (GBC) – რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვთან, კუპიანსკის რაიონის სოფელ გროზაში, სამოქალაქო ობიექტი დაბომბეს. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 48 ადამიანი, მათ შორის 6 წლის ბავშვი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს კაფეს და მაღაზიას კუპიანსკის რაიონის სოფელ გროზაში, სადაც უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა, შემთხვევის ადგილზე მაშველები ამ დრომდე მუშაობენ. ამ დროისთვის ნანგრევებიდან ამოყვანილია 48 დაღუპული ადამიანის, მათ შორის 6 წლის ბიჭის ცხედარი“, - აცხადებს სინეგუბოვი.

მისი თქმით, დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი და ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.