თბილისი (GBC) – რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე, დონეცკის ოლქში მოძრავი წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის ავტოკოლონა დაბომბეს. დაიღუპა სამი უკრაინელი. სამივე მათგანი წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის შტატიანი თანამშრომელი იყო.
პროკურატურის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა, სავარაუდოდ, არტილერიით მიიტანეს იერიში ავტოკოლონაზე სოფელ ვეროლიუბოვკასთან (სოფელი ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარეობს).
რუსეთის შეიარაღებული ძალები მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.