თბილისი (GBC) – რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავს რუსეთისვე ვორონეჟის ოლქის სოფელ ალეკსანდროვკასთან ფრთოსანი რაკეტა X-69 ჩამოუვარდა, რასაც აფეთქება და ხანძარი მოყვა. სწორედ ამ ტიპის რაკეტებით მიაქვს რუსეთს იერიშები უკრაინის ენერგოობიექტებზე. ინციდენტის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ამ ოლქის საგანგებო სამსახურში ადასტურებენ.

ანალოგიური შემთხვევა რუსეთის ტერიტორიაზე 15 იანვარსაც მოხდა.

ინციდენტების შედეგად არავინ დაშავებულა.

რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს რეგულარულად უვარდებათ რაკეტები თავისსავე ტერიტორიაზე, ყველაზე ხშირად – ბელგოროდის ოლქში. მაგალითად, ამ ოლქის სოფელ პეტროპავლოვკაში რუსული თვითმფრინავის მიერ უკრაინის მიმართულებით გაშვებული რაკეტა ჩამოვარდა. შედეგად რამდენიმე ოჯახი დაზარალდა.