თბილისი (GBC) – აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თითქმის ყველა მსხვილი რუსული ბანკი, მათ შორის ცენტრალური ბანკი და მოსკოვის ბირჟა დაბლოკა. ამიერიდან ვერავინ, მათ შორის ვერც ევროკავშირის ქვეყნები ვეღარ შეძლებენ რუსული ნავთობის შეძენას, მეორეულ სანქციებში მოხვედრის შიშით. რუსეთის ნავთობისა და გაზის, ასევე საბანკო სექტორის წინააღმდეგ ამერიკული სანქციების გამკაცრების შესახებ CBS News ოთხ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ტელეარხის მონაცემებით, რუსეთს კიდევ უფრო შეუზღუდავენ აშშ–ის საგადახდო სისტემებზე წვდომას.