თბილისი (GBC) – უკრაინელებმა რუსეთის ბელგოროდის ოლქის დაცვის ხაზი გაარღვიეს და „წარმოუდგენელი სისწრაფით“ მიიწევენ წინ. ამის შესახებ ტელეგრამ–არხი „ნევზოროვი“ წერს. 

ამასობაში, კურსკის ოლქში ფრონტი ისევ დაიძრა და უკრაინელებმა დასახლებული პუნქტები ბიახოვო და ვიკტოროვკა დაიპყრეს კორენევის რაიონში, წერს ტელეგრამ არხი „რიბარი“, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან არის დაკავშირებული.

არხის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იქვე კონტროლი დაამყარეს გორდეევკაზე და ვნეზაპნოეზე. არხი არ აზუსტებს, კონკრეტულად როდის გადავიდა ეს დასახლებული პუნქტები უკრაინელების კონტროლსი ქვეშ.

ყველა ეს დასახლებული პუნქტი უკრაინის საზღვრიდან ქალაქ კორენოვოსკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს.

„რიბარი“ წერს, რომ ამ გზის გაკონტროლება უკრაინელებს დასავლეთით ფრონტის გაფართოების შესაძლებლობას მისცემ.