თბილისი (GBC) - ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში ეკონომიკის სამინისტროში 164 სტაჟიორი შეირჩევა

3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება ოქტომბრიდან დაიწყება. მსურველებმა განაცხადი www.hr.gov.ge -ის მეშვეობით 1- 10 სექტემბრის პერიოდში უნდა წარადგინონ.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ქმედუნარიან მოქალაქეს, ქართულის ენის მცოდნეს, რომელიც სწავლობს  უმაღლესი განათლების I ,II საფეხურზ, ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების I ან II საფეხური 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.

შერჩევის კრიტერიუმად განსაზღვრულია სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრების (GPA) მაჩვენებელი და ქულათა სისტემა. გასაუბრებისას უპირატესობა მიენიჭება უმაღლესი მოსწრების კანდიდატს

ეკონომიკის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სისტემაში შემავალ ორგანიზაციებში სტაჟირებას გაივლის  164 მოქალაქე შემდეგი მიმართულებით: სამართალი, ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, მშენებლობა/ჰიდროტექნიკური მშენებლობა/სივრცითი დაგეგმარება /ურბანისტი/არქიტექტურა, გეოლოგია/კარტოგრაფია ფიზიკა, ქიმია, რადიოფიზიკა, ავტომატიზაცია და მართვის სისტემები, მშენებელ-ინჟინერი, ინჟინერი, ავტოინჟინერი, ელექტროინჟინერი, ენერგეტიკა, ფინანსები/აუდიტი, საერთაშორისო ურთიერთობები, საჯარო მმართველობა, ჟურნალისტიკა, საზოგადოებრივი ურთიერთობები, კავშირგაბმულობა/ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები, ტრანსპორტი/ლოგისტიკა, საზღვაო, ტურიზმი, პროგრამირება/IT მიმართულება...

კონკურსი 2-ეტაპიანია. პროგრამა 2024 წელსაც განხორციელდა.