თბილისი (GBC) - თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთებას შაბათს აპირებს.

მან ხუთშაბათს გაკეთებულ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ შაბათს თბილისში სადღესასწაულო განათებები ეტაპობრივად ჩაირთვება.

მერმა აღნიშნა, რომ სადღესასწაულო სამზადისი დასკვნით ეტაპზეა. განათებები დამონტაჟებულია ყველა ცენტრალურ გამზირზე, გარდა რუსთაველისა, რომლის ილუმინაციებით მორთვა მოგვიანებით იგეგმება.

კალაძე მთავარი ნაძვის ხის ანთებას, მანამდე, 6 დეკემბერს გეგმავდა. ასევე, რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალა-კონცერტია დაგეგმილი.

სადღესასწაულო შესყიდვები მერიამ რამდენიმე ლოტად გამოაცხადა. მათ შორის, მთავარი შესყიდვა 8.577 მლნ-ის, გამარტივებული წესით.