თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის ,,ბათუმის აეროპორტი" მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და ოპერატიული საქმიანობის ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.
კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში 155 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება ,,პრეგაბალინი" აღმოაჩინეს.
გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.