თბილისი (GBC) – თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ მატარებლების გადაადგილების ნაწილობრივი შეფერხება გამოწვეული იყო ერთ–ერთი შემადგენლობის ტექნიკური ხარვეზით მს „რუსთაველზე“, რის გამოც მეტრო მუშაობდა მხოლოდ „ახმეტელის თეატრიდან“ „სადგურის მოედნამდე“.
ამ ეტაპისათვის, მეტროს ორივე ხაზი ჩვეულ რეჟიმში ემსახურება მგზავრებს.