თბილისი (GBC) - ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - „სარფი“ და „ქუთაისის აეროპორტი“, კანონდარღვევის 5 ფაქტი აღიკვეთა. მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით მალულად შემოტანილი ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობა აღკვეთეს.
საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, ასევე მათი კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში 316 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. კონტრაბანდული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 86 922 ლარი შეადგინა.
საქმეზე უკვე განხორციელდა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება: ოთხი კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები შემდგომი ძიების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, ხოლო ერთი მათგანი, საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, 7 120 ლარით დაჯარიმდა.