თბილისი (GBC) – მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და წარმატებული კლუბი „ბარსელონა“ თავის ოფიციალურ მაღაზიას თბილისის ცენტრში 29 მარტს გახსნის. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "Barca Store Georgia" ავრცელებს.

ესპანეთის ფარგლებს გარეთ პირველად იხსნება “ბარსელონას” ოფიციალური მაღაზია და ეს იქნება საქართველოს დედაქალაქი. მაღაზია გულშემატკივრებს შესთავაზებს კლუბის ექსკლუზიურ პროდუქტებს, მათ შორის ოფიციალურ საფეხბურთო ფორმებს, ყოველდღიურ და საკოლექციო ნივთებს, აქსესუარებსა და სხვადასხვა სუვენირებს, რომლებიც შექმნილია სპეციალურად "ბლაუგრანას" ქომაგებისთვის.

"მოხარული ვართ, რომ თბილისში ვხსნით "Barca Store Georgia"-ს და ქართველ გულშემატკივრებს ვთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას, უფრო ახლოს მივიდნენ იმ კლუბთან, რომელსაც ასე ძლიერ უჭერენ მხარს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ განსაკუთრებული გარემო, სადაც ყველა გულშემატკივარი შეძლებს ნამდვილი "ბლაუგრანას" სულის შეგრძნებას", - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა დავით ზაქარიაძემ.

"Barca Store Georgia" თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩის #23–ში განთავსდება.