თბილისი (GBC) - ახალ სასწავლო წელს დაწყებითი კლასის მოსწავლეები Jiangsu-ს* შეკერილ ფორმებს ჩაიცვამენ.

მოსწავლეების ერთნაირი ფორმებით შემოსვის სავალდებულო ნორმა განათლების ახალ რეფორმას შემოაქვს. მდიდარ და მეტ-ნაკლებად შეძლებულ მშობელს ერთი ბავშვის ფორმის შეძენა 80-90 ლარი დაუჯდება. ღარიბებისთვის (<65 000 ქულიანი) უფასო. 

განათლების მინისტრის ინფორმაციით, ჩინეთიდან ფორმები 3 ეტაპად შემოვა. 15 სექტემბრისთის ყველა Iკლასელი, I ხემესტრის ბოლომდე კი VI კლასის ჩათვლით, ყველა დაკმაყოფილდება. მიქანაძე, სასკოლო ფორმაში  არაჯანსაღი ქსოლის გამოეყენებით გამოწვეულ განწობებს გამოეხმაურა. თქვა რომ პოლიესტერნარევ (70%)სამოსს სარჩული აქვს ანტიალერგიული. 

ფორმასთან ერთად იცვლება შინაარსიც. კერძო და საჯარო სკოლაში ერთიდაიგივე სახელმძღვანელოებით ისწავლიან. 2028-ის 15 სექტემბრამდე ყველა საფეხურზე ჰუმანიტარული და STEM მიმართულების საგნებში ახალი სახელმძღვანელოები უნდა გამოიცეს.

წიგნის ვიზუალში შემოდის, ეროვნული იდენტობის სიმბოლოები. მ.შ. ქიმიის სახელმძღვანელოს ავერსზე ღვინის წურვის პროცესი, რევერსზე, ქიმიური აღწერა. ფიზიკის წიგნზე კოსმოსში პირველი ქართული თანამგზავრის გაშვება (ელგუჯა მეძმარიაშვილის გამოგონება). შიდა ფურცლები ილუსტრირებული იქნება ხუროთმოძღვრების ძეგლების გამოსახულებებით.

* I-VI კლასის ფორმებს კერავს ჩინური კომპანია Jiangsu SUMEC ETON KIDD Brand Management Co. ჩინურ კომპანიასთან  სახელმწიფო კონტრაქტის ღირებულება 45,66 მლნ ლარია