საქართველოს რკინიგზაზე ტვირთბრუნვა თითქმის არ შეცვლილა, მგზავრთნაკადი...
1Q26-ში საერთაშორისო
გადაზიდვის რეჟიმში
რკინიგზით გადატანილი
ტვირთის ჯამური მოცულობის
75% მოდიოდა ქვეყანაში
შემოტანილ ტვირთზე, 25% კი -
ქვეყნიდან გატანილზე.1Q26-ში
რკინიგზით შემოტანილი
ტვირთის მთლიანი
მოცულობის 40.6%-ს გამომგზავნ
ქვეყანას რუსეთის
ფედერაცია წარმოადგენდა,
20.8%-ს გამომგზავნს -
აზერბაიჯანი, თითოეული
დანარჩენი გამომგზავნი
ქვეყნების წილი კი 10-10%-ზე
ნაკლები იყო (ჯამურად
38.7%).საქსტატის მონაცემებით,
1Q26-ში რკინიგზით გატანილი
ტვირთის მთლიანი
მოცულობის 9.8%-ს
დანიშნულების ქვეყანას
ყაზახეთი წარმოადგენდა, 8.9
პროცენტისას - სომხეთი, 8.6
პროცენტისას - რუსეთის
ფედერაცია, ტვირთის
მიმღები თითოეული
დანარჩენი ქვეყნების წილი
კი შედარებით ნაკლები იყო
(ჯამურად 72.7%).1Q26-ში ტრანზიტით
გადატანილი ტვირთის
მთლიანი მოცულობის
განაწილება დანიშნულების
ქვეყნის მიხედვით
შემდეგნაირი იყო: 7.6% -
ჩინეთი, 7.5% - თურქეთი, 4.4% -
ნიდერლანდები, 2.8% - უკრაინა,
1.4% - იტალია, 1% - რუმინეთი,
დანარჩენი კი სხვა
ქვეყნებზე მოდიოდა.ამავე
პერიოდში, ტრანზიტით
გადატანილი ტვირთის 5.3%-ს
გამომგზავნ ქვეყანას
ბრაზილია წარმოადგენდა, 3
პროცენტისას - თურქეთი,
ხოლო დანარჩენი სხვა
ქვეყნებზე
მოდიოდა.საანგარიშო
პერიოდში, რკინიგზით
გადატანილი ტვირთის
მთლიანი მოცულობის 33.4%
მოდიოდა კოქსისა და
რაფინირებული
ნავთობპროდუქტების
სასაქონლო ჯგუფზე; 23.9% -
ქიმიკატების, ქიმიური
პროდუქტების და ხელოვნური
ბოჭკოების; რეზინის და
პლასტმასის პროდუქტების
სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 12.3% -
ლითონის მადანსა და სხვა
სამთო და კარიერულ
პროდუქტებზე.1Q26-ში
სასაქონლო ჯგუფების
მიხედვით განაწილება
განსხვავებული იყო
ადგილობრივი გადაზიდვების
შემთხვევაში და 63.2% ლითონის
მადანსა და სხვა სამთო და
კარიერულ პროდუქტებზე
მოდიოდა, 17.8% ეჭირა კოქსსა და
რაფინირებულ
ნავთობპროდუქტებს, ხოლო 13.7% -
სატრანსპორტო
აღჭურვილობის სასაქონლო
ჯგუფს.რაც შეეხება
საერთაშორისო
გადაზიდვებს, საანგარიშო
პერიოდში რკინიგზის
საშუალებით ძირითადად
შემოტანილია კოქსი და
რაფინირებული
ნავთობპროდუქტები (52.7%), სხვა
არამეტალური მინერალური
პროდუქტები (12.9%), ლითონის
მადანი და სხვა სამთო და
კარიერული პროდუქტები (10.5%),
ქვანახშირი და ლიგნიტი;
ნედლი ნავთობი და
ბუნებრივი აირი (6.9%), სოფლის
მეურნეობის, ნადირობისა და
მეტყევეობის პროდუქტები
(3.8%), ქიმიკატები, ქიმიური
პროდუქტები და ხელოვნური
ბოჭკოები (3.7%) და ძირითადი
ლითონები (3.6%); ხოლო
გატანილია ქიმიკატები,
ქიმიური პროდუქტები და
ხელოვნური ბოჭკოები (38.5%),
საკვები პროდუქტები,
სასმელები და თამბაქო (25.7%),
ძირითადი ლითონები (12.7%) და
ლითონის მადანი და სხვა
სამთო და კარიერული
პროდუქტები (12.6%).1Q26-ში
ტრანზიტული ტვირთის
მთლიანი მოცულობის 76.2% სამ
სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა,
კერძოდ: ქიმიკატები,
ქიმიური პროდუქტები და
ხელოვნური ბოჭკოები (34.6%),
კოქსი და რაფინირებული
ნავთობპროდუქტები (31.6%),
საკვები პროდუქტები,
სასმელები და თამბაქო
(10%).1Q26-ში საქართველოს
რკინიგზის მიერ
გადაყვანილია 301.8 ათასი
მგზავრი, რაც 13.5%-ით ნაკლებია
გასული წლის შესაბამისი
პერიოდის მაჩვენებელზე.
ამავე პერიოდში
მგზავრთბრუნვის მოცულობამ
68.3 მილიონი
მგზავრ-კილომეტრი
შეადგინა, რაც 13.8%-ით
ნაკლებია გასული წლის
შესაბამის პერიოდთან
შედარებით.1Q26-ში
ადგილობრივი მიმოსვლის
რეჟიმში გადაყვანილია 298
ათასი მგზავრი, რაც
რკინიგზით გადაყვანილი
მგზავრების მთლიანი
რაოდენობის 98.7%-ს შეადგენს
და 13.8%-ით ჩამორჩება 2025 წლის
შესაბამისი პერიოდის
მაჩვენებელს. ამასთან,
საერთაშორისო მიმოსვლის
რეჟიმში გადაყვანილია 3.8
ათასი მგზავრი, რაც 26.1%-ით
მეტია გასული წლის
შესაბამისი პერიოდის
მაჩვენებელზე.
საერთაშორისო მიმოსვლის
რეჟიმში გადაყვანილი
მგზავრების 73.1% შემოვიდა
სომხეთიდან, ხოლო სომხეთის
მიმართულებით გავიდა 26.9%
(1Q26-ში სხვა მოსაზღვრე
ქვეყნის მიმართულებით
მგზავრთა გადაყვანა არ
განხორციელებულა).
1779266223