თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $5.86 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი $1.72 მლრდ-ს შეადგენს (გაიზარდა 23.4%-ით), ხოლო იმპორტი $4.14 მლრდ-ს (შემცირდა -7.1%-ით). 

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-მარტში $2.41 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2%-ია.

2026 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 71.6% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

  • ჩინეთი ($203.2 მლნ)
  • ყირგიზეთი ($190.9 მლნ)
  • რუსეთი ($145.5 მლნ)

2026 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.2% შეადგინა. პირველ სამეულში შედის:

  • თურქეთი ($657.3 მლნ)
  • რუსეთი ($592.5 მლნ)
  • ჩინეთი ($487.6 მლნ)

2026 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან:

  • თურქეთი ($802.1 მლნ)
  • რუსეთი ($738 მლნ)
  • ჩინეთი ($690.7 მლნ)

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მარტში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა $364.5 მლნ-ით, რაც მთელი ექსპორტის 21.1%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები $208.1 მლნ-ით (მთლიანი ექსპორტის 12.1%), ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები $169.9 მლნ-ით (9.9%).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2026 წლის იანვარ-მარტში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა $632.2 მლნ და მთელი იმპორტის 15.3% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები $338.6 მლნ-ით (იმპორტის 8.2%), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები $204.1 მლნ-ით (იმპორტის 4.9%).