თბილისი (GBC) – საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.9% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.5% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.2%-ით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.9%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.57 პ.პ.-ით აისახა. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (6.9%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.1%);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 5.8%-ით, რაც 0.53 პ.პ.-ით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (9.9%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (1.9%) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (1.4%);
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ფასები გაზრდილია 5.3%-ით, რაც 0.23 პ.პ.-ით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა როგორც ფეხსაცმლის (5.3%), ისე ტანსაცმლის (5.3%) ქვეჯგუფებზე;
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.5%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.19 პ.პ.-ით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (3.7%), ბოსტნეული და ბაღჩეული (2.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.1%), თევზეული (1.6%), ყავა, ჩაი და კაკაო (1.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.7%), პური და პურპროდუქტები (0.5%), ზეთი და ცხიმი (0.1%). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-2.5%) და რძე, ყველი და კვერცხი (-1.5%).
საქსტატის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.5%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.58 პ.პ.-ით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (21.3%), ხილი და ყურძენი (11.8%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (9.3%), პური და პურპროდუქტები (7.7%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (7.3%), ზეთი და ცხიმი (6.3%), რძე, ყველი და კვერცხი (4.5%), ყავა, ჩაი და კაკაო (3.2%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.8%);
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.3%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.2 პ.პ.-ით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (15.1%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (9.2%);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 6.5%-ით, რაც 0.62 პ.პ.-ით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.2%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (4.3%) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (3.5%);
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9%-ით, რაც 0.45 პ.პ.-ით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (49.6%), დაზღვევა (8.5%), პირადი ჰიგიენა (4.6%).