თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით დეკემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 253.1 ლარი შეადგინა. ეს მონაცემი 0.6%-ით ნაკლებია წინა თვეზე (255.1₾), ხოლო 13.4%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე (223.5₾).

რაც შეეხება საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს, დეკემბერში 224.5 ლარი შეადგინა. ეს მონაცემი 0.7%-ით ნაკლებია წინა თვეზე (226₾), ხოლო 13.4%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე (198₾).