თბილისი (GBC) – საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 3Q26-ის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა, წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 5.5%-ით შემცირდა და 771 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 368.1 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 7.9%-ით ჩამორჩება.

ღორის რაოდენობა 170.4 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 10.6%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.1%-ით შემცირდა და 9.8 მილიონი ფრთა შეადგინა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 3Q26-ში რძის წარმოებამ 160.2 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.1%-ით მეტია.

ხორცის წარმოებამ 19.6 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2025 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.5%-ით მეტია.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 198 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 14.7%-ით მეტია.