თბილისი (GBC) - საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის III კვარტალში 197.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 55.2%-ით ნაკლებია. კლება განპირობებულია სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებლების შემცირებით. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაბალი მაჩვენებელი ასევე დაკავშირებულია ინვესტორის მიმართ ვალდებულების შემცირებასთან.
2024 წლის მესამე კვარტალში პირველ ადგილზეა ნიდერლანდები - 60.2 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 30.4%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება მალტა - 58.3 მლნ. აშშ დოლარით (29.5%), ხოლო მესამეზე გაერთიანებული - 55 მლნ. აშშ დოლარით (27.8%).
საქსტატის მონაცემებით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 87.7%-ს შეადგენს.
2024 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დამამუშავებელი მრეწველობის სექტორშის და 63.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32.2%-ია. II ადგილზეა ენერგეტიკა - $ 43.0 მლნ. (21.8%), III - $ 32.1 მლნ (16.2%). ამ 3 სექტორის ჯამური წილი 70.2%-ია.