თბილისი (GBC) - ცნობილი ონლაინ სასწავლო პლატფორმა RankingRoyals მსოფლიოს უდიდესი სამხედრო კონტინგენტის რაოდენობებს აქვეყნებს.
კვლევაში მოცემულია ტოპ 40 ქვეყანა 2023 წლის მდგომარეობით, აქტიური ჯარისკაცების სტატუსის მიხედვით.
კვლევაში პირველ ადგილზე ჩინეთი მოხვდა. ჩინეთს 2 მილიონი ერთეული აქტიური რეზერვი ჰყავს.
მეორე ადგილზეა ინდოეთი 1,45 მილიონი ჯარისკაცით, ხოლო მესამეზეა აშშ 1.39 მლნ-იანი ჯარისკაცით.
რუსეთმა სიაში მეხუთე ადგილი დაიკავა 830.9 ათასი ერთეული აქტიური ჯარისკაცით.
რაც შეეხება უკრაინას, იგი მსოფლიოში 23 ადგილზეა 200 ათასი ჯარისკაცით.