თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის აგვისტოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.02%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაიზარდა 4.4%-ით.
მათ შორის:
- საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.4%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 8.9%-ით
- არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 1.4%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 4%-ით
- სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.1%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 0.3%-ით
2025 წლის აგვისტოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.02%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის ხარჯების კატეგორიის 1.2%-იანი გაძვირებით, რამაც 0.1პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
საქსტატის მონაცემებით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 4.4%-ით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 16.1%-იანი ზრდით და მანქანა-დანადგარების ხარჯების კატეგორიის 5.3%-იანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 3.87 და 0.34პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 25%-ით.