თბილისი (GBC) – საქსტატის ექსპრეს მონაცემების თანახმად, იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $8,13 მლრდ–ს გადააჭარბა, რაც 2025 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.7 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი $2,44 მლნ იყო (+21.1%), ხოლო იმპორტი $5,69 მლრდ (–4.9%). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-აპრილში $3,25 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40 პროცენტია.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები 19 მაისს გამოქვეყნდება.