თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 1Q26-ში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 0.03%-ით ნაკლები, სულ 3 მილიონი ტონა ტვირთი. აღნიშნული მოცულობის 8.6% მოდიოდა ადგილობრივ გადაზიდვაზე, 34.7% - საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 56.7% - ტრანზიტზე. 

1Q26-ში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 75% მოდიოდა ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე, 25% კი - ქვეყნიდან გატანილზე.

1Q26-ში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 40.6%-ს გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 20.8%-ს გამომგზავნს - აზერბაიჯანი, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10%-ზე ნაკლები იყო (ჯამურად 38.7%).

საქსტატის მონაცემებით, 1Q26-ში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 9.8%-ს დანიშნულების ქვეყანას ყაზახეთი წარმოადგენდა, 8.9 პროცენტისას - სომხეთი, 8.6 პროცენტისას - რუსეთის ფედერაცია, ტვირთის მიმღები თითოეული დანარჩენი ქვეყნების წილი კი შედარებით ნაკლები იყო (ჯამურად 72.7%).

1Q26-ში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის განაწილება დანიშნულების ქვეყნის მიხედვით შემდეგნაირი იყო: 7.6% - ჩინეთი, 7.5% - თურქეთი, 4.4% - ნიდერლანდები, 2.8% - უკრაინა, 1.4% - იტალია, 1% - რუმინეთი, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.

ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 5.3%-ს გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 3 პროცენტისას - თურქეთი, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.

საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 33.4% მოდიოდა კოქსისა და რაფინირებული ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე; 23.9% - ქიმიკატების, ქიმიური პროდუქტების და ხელოვნური ბოჭკოების; რეზინის და პლასტმასის პროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 12.3% - ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე.

1Q26-ში სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება განსხვავებული იყო ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში და 63.2% ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე მოდიოდა, 17.8% ეჭირა კოქსსა და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებს, ხოლო 13.7% - სატრანსპორტო აღჭურვილობის სასაქონლო ჯგუფს.

რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, საანგარიშო პერიოდში რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (52.7%), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (12.9%), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (10.5%), ქვანახშირი და ლიგნიტი; ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი (6.9%), სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და მეტყევეობის პროდუქტები (3.8%), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (3.7%) და ძირითადი ლითონები (3.6%); ხოლო გატანილია ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (38.5%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (25.7%), ძირითადი ლითონები (12.7%) და ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (12.6%).

1Q26-ში ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 76.2% სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა, კერძოდ: ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (34.6%), კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (31.6%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (10%).

1Q26-ში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 301.8 ათასი მგზავრი, რაც 13.5%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 68.3 მილიონი მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 13.8%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

1Q26-ში ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 298 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 98.7%-ს შეადგენს და 13.8%-ით ჩამორჩება 2025 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 3.8 ათასი მგზავრი, რაც 26.1%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 73.1% შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 26.9% (1Q26-ში სხვა მოსაზღვრე ქვეყნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა).