თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $21.11 მლნ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.6%-ით მეტია. აქედან ექსპორტი $6.01 მლნ-ს შეადგენს (გაიზარდა 7.9%-ით), ხოლო იმპორტი %15 10 მლნ-ს (გაიზარდა 6.1%-ით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ - ნოემბერში, $9.09 მლნ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.1%-ია.

2024 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.7% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი ($1.16 მლნ), ყაზახეთი ($795.4 მლნ) და აზერბაიჯანი ($664.4 მლნ).

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი ($2.50 მლნ), აშშ ($1.82 მლნ) და რუსეთი ($1.63 მლნ).

2024 წლის იანვარ-ნოემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა $2.21 მლნ-ით, რაც მთელი ექსპორტის 36.9%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები $316.5 მლნ-ით (მთლიანი ექსპორტის 5.3%), ხოლო მესამე ადგილზეა სპირტიანი სასმელები $270.4 მლნ-ით (4.5%).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წლის იანვარ-ნოემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა $3.08 მლნ და მთელი იმპორტის 20.4% შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები $1.18 მლნ-ით (იმპორტის 7.8%), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები $562.7 მლნ-ით (იმპორტის 3.7%).