თბილისი (GBC) – საქართველო ღვინის წარმოების მოცულობით მსოფლიოში მე-20 ადგილზეა. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ონლაინ სასწავლო პლატფორმა RankingRoyals აქვეყნებს.

2020 წლის მონაცემებით, საქართველომ სულ 94 ათასი ტონა ღვინო ჩამოასხა, რითაც ბულგარეთს (91.7 ათასი ტონა) უსწრებს, ხოლო მოლდოვას (178.7 ათასი ტონა) ჩამორჩება.

პირველ ადგილს იტალია იკავებს, სადაც 5.2 მლნ ტონა ღვინო იწარმოვა. მეორეზეა საფრანგეთი 4.4 მლნ ტონით, ხოლო ესპანეთი მე-3 ადგილით 4.1 მლნ ტონით.