თბილისი (GBC) - ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაცია (AAWE) გობალურ ყოველწლიურ მონაცემთა ბაზას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2021-2022 წლების მონაცემებით, პირველ ადგილზეა ვენახის წილით მთლიან სასოფლო სამეურნეო კულტურების ფართობში (11.29 %).
TOP 5 სახელმწიფო, ვენახის წილით, მთლიან სასოფლო სამეურნეო კულტურების ფართობში:
- საქართველო -11.29 %;
- პორტუგალია - 10.62 %;
- ჩილე - 8.44 %;
- იტალია - 7.76 %;
- ახალი ზელანდია -6.78 %.
TOP 5 ბოლო ადგილზე მყოფი სახელმწიფო, ვენახის წილით, მთლიან სასოფლო სამეურნეო კულტურების ფართობში:
- ინდოეთი - 0.10 %;
- რუსეთი - 0.08 %;
- კანადა - 0.03 %;
- ტაილანდი - 0.02 %;
- გაერთიანებული სამეფო - 0.01 %.