თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 4Q25-ში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 325.2 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 638.3 ათასი ერთეული შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა გაიზარდა 0.7%-ით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 6.3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

4Q25-ში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 684.2 ათასით განისაზღვრა, რაც 1.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 

ვიზიტორების უმრავლესობა, 36.5%, 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 55.4%-ს შეადგენდა.

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 36.7% თბილისის მცხოვრებია, 15.6% მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 8.8% - აჭარის ა/რ-ზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი.

4Q25-ში ვიზიტების უმრავლესობა (55%) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 393.1 ათასი ვიზიტი თვეში) და თბილისში (საშუალოდ 379.6 ათასი ვიზიტი თვეში).

4Q25-ში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა ₾268.5 მლნ-ით, რაც 3.7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირდა 2.5%-ით და 163.9 ლარს გაუტოლდა.