თბილისი (GBC) – ამერიკის ღვინის ეკონომიკის ასოციაციის (AAWE) მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2025 წელს აშშ-ში ქართული ღვინის იმპორტზე მოქმედმა ეფექტურმა სატარიფო განაკვეთმა 7% შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო იმ ქვეყნების რიცხვშია, რომელთა პროდუქციაც ამერიკულ ბაზარზე საშუალო სატარიფო დატვირთვით შედის.

AAWE-ს ანგარიში, რომელიც აშშ-ის აღწერის ბიუროსა და USA Trade Online-ის მონაცემებს ეყრდნობა, ასახავს იმ ეფექტურ სატარიფო განაკვეთებს, რომლებიც წლის განმავლობაში იმპორტირებული ღვინის ღირებულებაზე იქნა დაკისრებული.

ქართული ღვინისთვის დაწესებული 7%-იანი ტარიფი უფრო დაბალია, ვიდრე ევროპული ღვინის მწარმოებელი წამყვანი ქვეყნების მაჩვენებლები. მაგალითად:

ამასთან, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოდან იმპორტირებული ღვინო ოდნავ მაღალი ტარიფით იბეგრება, ვიდრე სომხური (6.7%) ან მოლდოვური (3.7%) პროდუქცია. ყველაზე შეღავათიანი პირობებით კი აშშ-ის ბაზარზე მექსიკა (0.0%) და კანადა (0.3%) სარგებლობენ.

AAWE-ს განმარტებით, 2025 წლის განმავლობაში ტარიფების ცვლილებაზე გავლენა იქონია რამდენიმე ფაქტორმა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებისთვის დაწესებულმა დამატებითმა შეზღუდვებმა (IEEPA).