თბილისი (GBC) – ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის ღვინის ქარხანა თვეზე მეტია, გაჩერებულია. ამის შესახებ ტელეგრამ–არხი RESPUBLICA წერს.

ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს ოკუპირებულ აფხაზეთში რეგისტრირებული შპს „აფხაზეთის ღვინოები და წყლები“–ს მთავარი მეღვინე ვალერი ავიძბა.

მისი თქმით, ე.წ. მინისტრმა კაბინეტმა ოკუპირებულ რეგიონში შეტანილი ღვინომასალა 30%–იანი აქციზით დაბეგრა, რამაც წარმოებული პროდუქციის თვითღირებულება მკვეთრად გაზარდა. ავიძბამ თქვა, რომ ამის გამო დისტრიბუტორებმა ღვინის რეალიზაციაზე უარი თქვეს.