თბილისი (GBC) - ბარსელონაში მასობრივი ტურიზმის საწინააღმდეგო აქცია კვირას, 7 ივლისს გამართა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ტურიზმმა გაზარდა ქირის ფასი და ქალაქი საცხოვრებლად გაუსაძლისი გახადა. ათასობით მომიტინგემ, მათ შორის 150-ზე მეტმა ორგანიზაციამ, კვირას ბარსელონაში მსვლელობა გამართა. პროტესტის მონაწილეებს თან ჰქონდათ ბანერები წარწერებით: "ბარსელონა არ იყიდება", "ტურისტებო, წადით სახლში"!..

BBC-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მომიტინგეებმა სხვადასხვა ტურისტულ ზონებში მყოფი ტურისტები წყლის თოფებით გაწუწეს.

ბარსელონა ყოველწლიურად მილიონობით მოგზაურს იზიდავს, ქალაქის ტურიზმის ობსერვატორიამ განაცხადა, რომ 2023 წელს ქალაქმა მიიღო 15,6 მილიონი ტურისტი. მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურთა ნაკადს მოაქვს ფული ბარსელონას ეკონომიკაში, მას ასევე შეუძლია უარყოფითი გავლენა იქონიოს, მაგალითად ადგილობრივებისთვის ცხოვრების ფასის გაზრდა.

ბარსელონის მერმა, ჟაუმე კოლბონიმ ცოტა ხნის წინ პირობა დადო, რომ ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა Airbnb-ი და Homeaway ტურისტებისთვის ბინების მიქირავების ლიცენზიას აღარ გაუხანგრძლივებს 10 000-ზე მეტ ადგილობრივ მცხოვრებს. ისინი ტურისტული მიზნით ბინების მიქირავებას მხოლოდ ესპანელებისთვის შეძლებენ.