თბილისი (GBC) – ჩინურმა Wison New Energies რუსეთში მიმდინარე ყველა პროექტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყანაში დღეიდან გაურკვეველი ვადით უარს ამბობს ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერ ბიზნესზე. ამის შესახებ ჩინური კომპანია სოციალურ ქსელში LinkedIn წერს.

რუსული გაზის მომპოვებელი ნოვატეკი, რომელიც რუსეთში გათხევადებული გაზის უმსხვილესი მწარმოებელია, გასულ წელს აცხადებდა, რომ ქარხნისთვის „არკტიკ სპგ“ გაზის ტურბინაზე მომუშავე ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავდა, რომელშიც Wison–ის და Harbin Guanghan Gas Turbine–ის აღჭურვილობას გამოიყენებდა.