თბილისი (GBC) – გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ბლოკის - ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირის (CDU/CSU) - კანცლერობის კანდიდატის, ფრიდრიხ მერცის თქმით, იგი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა.
"ძვირფასო ემანუელ მაკრონ, დიდი მადლობა მეგობრობისთვის და გერმანია-საფრანგეთის ურთიერთობებში ნდობისთვის. ერთად ჩვენს ქვეყნებს შეუძლიათ ევროპისთვის დიდ წარმატებას მიაღწიონ", - წერს კონსერვატორი პოლიტიკოსი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
Vielen Dank, lieber @EmmanuelMacron, für Deine Freundschaft und Dein Vertrauen in die deutsch-französischen Beziehungen. Zusammen können unsere Länder Großes für Europa erreichen.
— Friedrich Merz (@_FriedrichMerz) February 26, 2025
Merci beaucoup, cher @EmmanuelMacron, pour ton amitié et la confiance que tu accordes aux relations… pic.twitter.com/eXv0tWqQ3h
ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირის (CDU/CSU) განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ ელისეის სასახლეში გამართული სამსაათიანი საუბრის შემდეგ, ორივე პოლიტიკოსმა გამოავლინა სურვილი გერმანია-საფრანგეთის ურთიერთობებში ახალი თავი დაიწყონ.
„მოლაპარაკებები წარიმართა განსაკუთრებულად მეგობრულ ატმოსფეროში, მიღწეულია დიდი შეთანხმება რიგ საკითხებზე და ნაპოვნია მრავალი საწყისი წერტილი ერთობლივი ინიციატივებისთვის“, - აღნიშნულია ბლოკის განცხადებაში.
23 თებერვალს გერმანიის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციურმა ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა გაიმარჯვა ხმების 28.6%-ით, მეორე ადგილზეა ულტრამემარჯვენე პარტია AfD - 20.8%, მას მოსდევს ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტია - 16.4%, მწვანეები - 11.6% და მემარცხენეები - 8.8%. ლიბერალურმა პარტია FDP-მ (4.3%) და პრო-რუსულმა, ულტრამემარცხენე სარა ვაგენკნეხტის კავშირმა (4.97%) ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს.