თბილისი (GBC) – Flydubai-ის თვითმფრინავი, რომელიც დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მიფრინავდა და საგანგაშო სიგნალი გააქტიურდა, საუდის არაბეთში უსაფრთხოდ დაეშვა. ინციდენტი, წინასწარი ინფორმაციით, რეალურ საფრთხეს არ უკავშირდება.
რა მოხდა ბორტზე
ისრაელის მედიის ცნობით, მოწმდება, ხომ არ გააქტიურდა განგაშის სიგნალი თვითმფრინავში მომხდარი ჩხუბის გამო.
N12-ის ვერსიით, პილოტებს კაბინაში ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდათ და მათ თვითმფრინავის გატაცების აღმნიშვნელი კოდი გაააქტიურეს. ეს ინფორმაცია ამ ეტაპზე დამოუკიდებლად დადასტურებული არ არის.
თვითმფრინავი საუდის არაბეთმა მიიღო
ინციდენტის შემდეგ თვითმფრინავმა კურსი შეცვალა და საუდის არაბეთში, სავარაუდოდ ტაბუკის აეროპორტში დაეშვა. ინციდენტის დროს ისრაელის ავიაგამანადგურებლები თვითმფრინავის დასახმარებლად/ესკორტირებისთვის აფრინდნენ.
