თბილისი (GBC) – ირანის ცენტრალური ბანკი ციფრულ რიალს საჯარო მიმოქცევაში 21 ივნისიდან უშვებს და კლიენტებს ანგარიშსწორება და გადარიცხვები შტრიხკოდის სკანირებით შეეძლებათ. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის ისლამური რესპუბლიკის ცენტრალური ბანკი აქვეყნებს.

„ცენტრალური ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებების წყალობით და ციფრული რიალის ამ ახალი საოპერაციო სისტემის წარმატებულმა საპილოტე პროგრამამ, რომელიც კუნძულ ქიშზე განხორციელდა (ირანის ცნობილი კურორტი და თავისუფალი ეკონომიკური ზონა სპარსეთის ყურეში), საშუალება მოგვცა, 1403 წლის ტირის თვიდან (ეს თვე 2024 წლის 21 ივნისს იწყება. – რედ.) საბანკო სისტემის კლიენტები შეძლებენ, ნაღდი ფულისა და საბანკო ბარათების გარეშე, ციფრული რიალის საფულით ახლებურად განახორციელონ გადახდები და გადარიცხვები სხვების ციფრულ საფულეებში“, – ნათქვამია ირანის ცენტრალური ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.