თბილისი (GBC) – თეირანში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს შენობაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა საელჩოს დაცვის სამსახურის უფროსი, დაიჭრა ორი თანამშრომელი. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების ცნობით, თავდასხმა პარასკევს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 08:30 საათზე მოხდა. თავდამსხმელმა საელჩოს დაცვის პუნქტს კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური იარაღიდან გაუხსნა ცეცხლი.

თეირანის პოლიციის უფროსმა სარდარ ხოსეინგ რახიმიმ განაცხადა, რომ თავდამსხმელი დაკავებულია. სააგენტო  Tasnim წერს, რომ შეიარაღებული პირი საელჩოს შენობაში ორ ბავშვთან ერთად შევიდა. თავდამსხმელი თავისი ქმედების მოტივად პირად და ოჯახურ პრობლემებს ასახელებს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მომხდარის სხვა დეტალებს მოგვიანებით გაასაჯაროებს.