აშშ-მა შესაძლოა ნავთობკომპანიებს ვენესუელის აღდგენის ხარჯები აუნაზღაურ...
„ვფიქრობ, რომ ამის
გაკეთება უფრო ნაკლებ
დროში შეგვიძლია, მაგრამ
დიდ თანხასთან იქნება
დაკავშირებული.
უზარმაზარი თანხის
დახარჯვა იქნება საჭირო,
ნავთობკომპანიები მას
დახარჯავენ, შემდეგ კი
ჩვენგან შემოსავლების
მეშვეობით
აუნაზღაურდებათ“, -
განუცხადა ტრამპმა NBC
News-ს.აშშ-ს პრეზიდენტმა თავი
აარიდა იმის
დაკონკრეტებას, თუ რა თანხა
დასჭირდება ვენესუელის
მოძველებული ნავთობის
ინფრასტრუქტურის
რეაბილიტაციას, თუმცა ხაზი
გაუსვა, რომ საუბარია
„სოლიდურ ციფრებზე“. მისი
თქმით, ეს ინვესტიცია
მოგებიანი იქნება როგორც
კომპანიებისთვის, ისე
თავად
ქვეყნისთვის.პრეზიდენტის
გათვლით, ვენესუელის
ნავთობის მარაგების
ათვისება გამოიწვევს
ნავთობზე მსოფლიო ფასების
ვარდნას, რაც აშშ-ის
ინტერესებშია. ტრამპმა NBC
News-ს ისიც განუცხადა, რომ
ვენესუელაში ახალი
არჩევნები მომდევნო 30 დღის
განმავლობაში არ
ჩატარდება. „ქვეყანაში ჯერ
სიტუაცია უნდა
გამოვასწოროთ. ახლა
არჩევნების ჩატარება
შეუძლებელია. ხალხი ხმის
მიცემასაც ვერ შეძლებს,
ამას გარკვეული დრო
დასჭირდება. ჩვენ უნდა
უზრუნველვყოთ ქვეყნის
გამოჯანმრთელება“, – თქვა
ტრამპმა.აშშ-ის
პრეზიდენტის მტკიცებით,
აშშ ვენესუელასთან ომში არ
იმყოფება.„არა, ვენესუელას
არ ვებრძვით. ჩვენ ომი
გვაქვს მათთან, ვინც
ნარკოტიკებს ყიდის“, –
აღნიშნა ტრამპმა.63 წლის
მადურო და მისი მეუღლე
კილია ფლორესი ამერიკელმა
ძალებმა შაბათს, 3 იანვარს,
ვენესუელის დედაქალაქ
კარაკასში დააკავეს.5
იანვარს, აშშ-ში, დენიელ
პატრიკის სახელობის
მანჰეტენის სასამართლოში
ნიკოლას მადუროსა და მისი
მეუღლის, სილია ფლორესის
სასამართლო პროცესი
გაიმართა.ნიკოლას მადურომ
განაცხადა, რომ ყველა
ბრალდებაში თავს
უდანაშაულოდ მიიჩნევს.
მისივე თქმით, ის
ვენესუელის პრეზიდენტია
და კარაკასში, საკუთარ
სახლში დააკავეს. „მე არ
ვარ დამნაშავე, მე
პატიოსანი ადამიანი ვარ, მე
კვლავ ჩემი ქვეყნის
პრეზიდენტი ვარ“, –
განაცხადა
მადურომ.სხდომის
მიმდინარეობისას ნიკოლას
მადუროს ადვოკატმა თქვა,
რომ მადუროს
ჯანმრთელობასთან
დაკავშირებული პრობლემები
აქვს და სამედიცინო
დახმარება სჭირდება.სილია
ფლორესის ადვოკატმაც
ასევე აღნიშნა, რომ მისი
დაცვის ქვეშ მყოფს
ჯანმრთელობასთან
დაკავშირებული პრობლემები
აქვს.მადურომ და მისმა
მეუღლემ სასამართლო
დარბაზი დაახლოებით 30
წუთის შემდეგ დატოვეს.2026
წლის 17 მარტს, ნიკოლას
მადუროს სასამართლოში
მომდევნო მოსმენაზე
გამოცხადება
დაევალა.ნიკოლას მადუროს
ბრალი ედება
ნარკოტერორიზმის,
კოკაინის შეტანის
შეთქმულებაში,
ტყვიამფრქვევებისა და
დესტრუქციული
მოწყობილობების ფლობაში.
ასევე, აშშ-ის წინააღმდეგ
შეთქმულებაში.
1767681466