თბილისი (GBC) - ტექნოლოგიური გიგანტი Amazon კიდევ 9000 თანამშრომელს გაათავისუფლებს. ამის შესახებ BBC იტყობინება.

კომპანიამ, რომელშიც 1.5 მილიონი ადამიანია დასაქმებული, განაცხადა, რომ შემცირება შეეხებათ ისეთ დეპარტამენტებს, როგორიცაა ღრუბლოვანი სისტემები და სარეკლამო დეპარტამენტი.

კომპანიას არ განუცხადებია, თუ რომელ ქვეყნებს შეეხებათ აღნიშნული გადაწყვეტილება.

შეგახსენებთ, ამაზონმა მხოლოდ იანვარში 18,000 თანამშრომელი დაითხოვა.

კომპანიაში შემცირებებს ხარჯების ოპტიმიზაციასა და გაურკვეველ გლობალურ ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირებენ.