თბილისი (GBC) - აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბიტკოინების სტრატეგიული რეზერვისა და ციფრული აქტივების შექმნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

კრიპტოვალუტის საკითხებში თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენლის, მილიარდერ დევიდ საქსის განმარტებით, კრიპტოვალუტების რეზერვი იმ ციფრული ვალუტით შეივსება, რომლის კონფისკაციაც სისხლის სამართლის საქმეების დროს განხორციელდა.

შესაბამისად, მთავრობას არ მოუწევს, შეიძინოს კრიპტოვალუტა რეზერვის შესავსებად.

საქსის თქმით, ვაშინგტონის განკარგულებაში დაახლოებით 200 000-მდე ბიტკოინია.