თბილისი (GBC) – თურქეთში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი იანვარში ბოლო 14 თვის მაქსიმუმამდე დაჩქარდა. წლიურმა ინფლაციამ პირველ თვეში 64,9% შეადგინა, ნაცვლად დეკემბრის 64,8%–სა. 

Trading Economics–ის ცნობით, ანალიტიკოსები იანვარში 64,5%–იან ინფლაციას პროგნოზირებდნენ.

იანვარში თურქეთში კომუნალური მომსახურების ფასი 46%–ით ავარდა (ერთი თვით ადრე ამ სეგმენტში ზრდამ 40,4% შეადგინა, სატრანსპორტო მომსახურება 77,5%–ით გაძვირდა, დასვენება და გართობა კი – 61,8%–ით.

ოდნავ შენელდა სურსათზე ფასების ზრდა – 69,7%, ნაცვლად დეკემბრის 72%–სა. იანვარში, დეკემბერთან შედარებით სამომხმარებლო ფასები 6,7%–ით გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი ნახტომია გასული წლის აგვისტოს შემდეგ.