თბილისი (GBC) - Aspect Georgia კვლევა-მოპოვებით სამუშაოებს გეგმავს. ახლადშემოსული საერთაშორისო კომპანიის $70 მილიონიან საინვესტიციო პროექტზე
ნავთობისა და გაზის სააგენტო აცხადებს.
სამინისტროს სსიპის ინფორმაციით კომპანია აღმოსავლეთ საქართველოში XIQ სალიცენზიო ფართობზე მომუშავე ინვესტორებს შეუერთდა.
.Aspect Georgia LLC 3 კონტრაქტორის: Georgia Oil and Gas Limited-ის, სს „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის“და GOG SLADS Limited-ის ერთობლივი პროექტის წილს მიიღებს.
XIQ სალიცენზიო ფართობზე „პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება“ 2021 წლის 23 დეკემბერს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ტენდერით გაფორმდა.
ხელშეკრულებაში ცვლილებას ახალმა ინვესტორმა, „ნავთობისა და გაზის სააგენტომ და მოქმედმა კონტრაქტორებმა (Georgia Oil and Gas Limited (GOGL), სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, GOG SLADS Limited) მოაწერეს ხელი.
ცერემონიას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე დაესწრო.
სააგენტოს ინფორმაციით, Aspect Georgia LLC რეგისტრირებულია კოლორადოს შტატში (აშშ). აფილირებულია ამერიკულ ნავთობმომპოვებელ ჯგუფთანა — Aspect Holding LLC.
აქვს გამოცდილება ნავთობის და გაზის ძებნა-ძიებით საქმიანობაში, მ.შ. რთული გეოლოგიური სტრუქტურის საბადოებზე. ოპერირებს აშშ-ში, ცენტრალურ ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში.