თბილისი (GBC) - საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 10.7% შეადგინა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 9.1%-ით განისაზღვრა.

2026 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, სამთომოპოვებითი მრეწველობა, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.

საქსტატის მონაცემებით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების, ასევე სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში.