თბილისი (GBC) - მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე მამუკა მდინარაძე დაინიშნა. ამავე გადაწყვეტილებით, მდინარაძეს ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულებაც დაეკისრა.

აღნიშნული საკადრო ცვლილებები მთავრობის სტრუქტურაში ბოლო პერიოდში განხორციელებული როტაციის ნაწილია.

21 აპრილს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ცვლილების შესახებ: გელა (გეკა) გელაძემ, რომელიც შსს-ს 2025 წლის მაისიდან ხელმძღვანელობდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის პოზიციაზე გადაინაცვლა.

გელაძემ სუსის ხელმძღვანელის პოსტზე სწორედ მამუკა მდინარაძე ჩაანაცვლა. თავის მხრივ, მდინარაძისთვის ახალი სამინისტრო პორტფელი პარლამენტმა 29 აპრილს დაამტკიცა.

ახალი სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია დაზუსტება: მამუკა მდინარაძის უწყებას ცალკე საშტატო ერთეულები არ ექნება. საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად, მინისტრის აპარატის მუშაობასა და საშტატო მხარდაჭერას სრულად უზრუნველყოფს მთავრობის ადმინისტრაცია.

"ოცნების" განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს სამართალდამცავ უწყებებს შორის კოორდინაციის გაძლიერებას და მართვის პროცესის ოპტიმიზაციას ადმინისტრაციული ხარჯების დამატებითი ზრდის გარეშე.