თბილისი (GBC) - პარლამენტმა მხარი დაუჭირა, დადგენილების პროექტს „საქართველოს ეროვნული ბანკის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე“, რომელიც სების პრეზიდენტმა ნათია თურნავამ წარადგინა.
ანგარიში მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას.
ნათია თურნავამ ბაზარი მიმოიხილა. კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სები მონეტარულ პოლიტიკას ინფლაციის თარგეთირების რეჟიმით ახორციელებს, ინფლაციის მიზნობრივი დონე 2018 წლიდან 3%-ია.
2024 წელს ინფლაცია იყო 1.1% . საბაზო ინფლაცია კი, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის მაღალი მერყეობით გამორჩეულ ფასებს გამორიცხავს, საშუალოდ 1.6%.
ეკონომიკის წარმოების ჯამური პოტენციალის გაუმჯობესებამ ძლიერი ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური წნეხი გარკვეულწილად შეარბილა. დამატებით, 2024 წელს ლარის ეფექტური გაცვლითი კურსი შედარებით მყარ პოზიციაზე შენარჩუნდა, რაც დაბალი ინფლაციის ხელშემწყობი იყო.
მან მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზებაზეც აღნიშნა. H1/2024-ში განაკვეთი 1.5% პ.-ით, 8%-მდე შეამცირა. წლის მეორე ნახევრიდან არ შეცვლილა. გლობალურად გაზრდილი რისკების გათვალისწინებით.
2024 წელს რეალური მშპ-ს ზრდამ 9.4% შეადგინა. შიდა ფაქტორებთან ერთად, საგარეო მოთხოვნამაც იმოქმედა. საკრედიტო აქტივობა დაჩქარდა. უნიკალური თანწყობა გამოვიდა: დაბალი ინფლაცია და მაღალი ზრდა. პროდუქტიულობის ძლიერმა ზრდამ დამატებითი ინფლაციური წნეხი არ შექმნა.
წლიური ანგარშის წარდგენისას თურნავამ რეზერვების შარშანდელ ხარჯვაზე და წლევანდელ შევსებაზეც აღნიშნა.
თქვა, რომ 2024 წლის დასაწყისში ვალუტის შესყიდვისთვის ხელსაყრელი პირობები იყო. მე-2 ნახევარში ფუნდამენტური ფაქტორები კი შენარჩუნდა, თუმცა მისგან განსხვავებული მოლოდინები ჩამოყალიბდა.
გლობალური გაურკვევლობა გაიზარდა და სებ-ს მოუწია ჩარევა. შედეგად განწყობები გაუმჯობესდა, ბაზარი დასტაბილურდა და დოლარიზაციის ზრდის შეკავება მოხერხდა.
დოლარიზაციის არ დაშვებას პრეზიდენტი სებ-ის მნიშვნელოვან მიღწევად აფასებს, რადგან პროცესი არ გაღრმავებულა, დეპოზიტების მასიური გადოლარება არ მოჰყოლია, რაც დიდი გამოწვევა იქნებოდა ქვეყნის საფინანსო სექტორისთვის.
2024 წელს $434.75 მლნ -ის წმინდა გაყიდვები აღინიშნა. 05/ 2025 -ის მდგომარეობით, კი სარეზერვო აქტივები $4.6 მილიარდია.შარშანდელი გაყიდვები სრულად დაბალანსდა.
თურნავა სესხებში დოლარიზაციის კოეფიციენტის კლების ტრენდი 6 წლიან ჭრილში წარმოადგინა, 2019 -ს შეადარა, როცა 55% იყო. აღნიშნა, რომ 43.3%-ზეა ჩამოსული, თუმცა ბოლო ნ წლების გამოწვევა არა 55%-დან 43 %-მდე დაწევაა, არამედ 43%-დან დაძვრა (>> გაიგე მეტი) წლებია უკვეა 42/43%-იან ნიშნულს ჯიუტად ინარჩუნებს და 41%-ზე ჩამოსვლა ძალიან უჭირს.
თურნავა აღნიშნა დოლარიზაციის მოთოკვის ნაბიჯებზე, მ.შ. სავალუტო დაკრედიტების 200 000 ლარიდან 750 000 ლარამდე შეზღუდვაზე. ახალი ზღვარის აგვისტოდან ამოქმედდება.