თბილისი (GBC) - „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებს და პოლიტიკურ ჯგუფ „ევროპელ სოციალისტებს“ უერთდება. ამის შესახებ მან გუშინ facebook-ზე დაწერა.

ბოჟაძე პარტია „ქართულ ოცნებას“ 2021 წლიდან შეუერთდა. ის თბილისის საკრებულოს წევრი იყო, 2024 წელს კი „ოცნების“ საპარლამენტო სიით დეპუტატი გახდა.